dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

ჯანსაღი დაბერების საკითხებზე მასშტაბური ფორუმი გაიმართა

29 ივნისი, 2026
იმპორტირებული სიახლეები

ჯანსაღი დაბერების საკითხებზე მასშტაბური ფორუმი გაიმართა

ჯანსაღი დაბერების საკითხებზე მასშტაბური ფორუმი გაიმართა
29 ივნ 2026
ჯანსაღი დაბერების საკითხებზე მასშტაბური ფორუმი გაიმართა
2026 წლის 25 ივნისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, ჯანსაღი დაბერების საკითხებზე მიძღვნილი მასშტაბური ფორუმი ჩატარდა.
ღონისძიებას, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლისას, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მერიაში მოქმედ „შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების“ პროგრამაზე. აღნიშნული ინიციატივა მუნიციპალიტეტში 2023 წელს დაინერგა და ბენეფიციართა რიცხვის ზრდისა თუ მათი ფუნქციური სოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია.
ფორუმი განხორციელდა პროექტის – „მომსახურებები უფროსი თაობის ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში (II ფაზა)“ – ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ბოლნისის, გორისა და დმანისის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით.