დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
კობა მურადაშვილი
- პროფესია: იურისტი
- პროფესიული გამოცდილება
- აქვს სახელმწიფო, სამართალდამცავ და უსაფრთხოების სტრუქტურებში მრავალწლიანი პროფესიული და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება.
- 1995–1998 წლები – პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, უმცროსი ინსპექტორი;
- 1998–2010 წლები – თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, უბნის ინსპექტორიდან სამმართველოს უფროსამდე სხვადასხვა თანამდებობაზე;
- 2012–2013 წლები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი;
- 2013–2014 წლები – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო, უფროსი;
- 2014–2015 წლები – ანტიკორუფციული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო, დირექტორი;
- 2016–2021 წლები – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველო, უფროსის მოადგილე.
- სპეციალური წოდება და სახელმწიფო ჯილდო
- მინიჭებული აქვს უფროსი სპეციალური წოდება – სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი.
- სამსახურში ხანგრძლივი, ერთგული და მაღალპროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოებულია სახელმწიფო უსაფრთხოების მედლით „20 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის“.
