
დმანისი აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ მემკვიდრეობას, შუა საუკუნეების არქიტექტურას, ბუნებრივ ლანდშაფტებსა და მრავალეთნიკურ კულტურას.
დმანისში აღმოჩენილი ჰომინინთა ნაშთები დაახლოებით 1.7 მილიონი წლით თარიღდება და აფრიკის გარეთ ადამიანის ადრეული გავრცელების კვლევისთვის უმნიშვნელოვანესი მასალაა.
ჟურნალმა Science-მა დმანისის აღმოჩენა 2000 წლის გამორჩეულ სამეცნიერო მიღწევებს შორის დაასახელა.
მთავარი ტურისტული მიმართულებებია დმანისის ნაქალაქარი და მუზეუმ-ნაკრძალი, დმანისის სიონი, პანტიანის ტბა, მაშავერის ხეობა, ადგილობრივი კულტურული ღონისძიებები და მუნიციპალიტეტის სოფლების მრავალფეროვანი ლანდშაფტი.
2026 წელს მუნიციპალიტეტში შენდება ახალი ტურისტული ცენტრი, სვანური კოშკი და მაჩუბი, რომლის ღირებულებაც 1 664 196 ლარია.
- მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლი
- დმანისის სიონი
- ბუნებრივი და სათემო ტურიზმის პოტენციალი
- ახალი ტურისტული ცენტრი - 2026
