dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
დმანისის შესახებ

გეოგრაფია

მთავარი/ დმანისის შესახებ/ გეოგრაფია
დმანისის შესახებ

მუნიციპალიტეტის რელიეფს ვულკანური პლატოები, ქედები, მდინარეთა ხეობები და ტყის მასივები ქმნის.

გეოგრაფია

მუნიციპალიტეტის რელიეფს ვულკანური პლატოები, ქედები, მდინარეთა ხეობები და ტყის მასივები ქმნის.

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ჯავახეთის ქედი, ლოქის ქედი, გომარეთისა და დმანისის ვულკანური პლატოები.

ჯავახეთის ვულკანური ქედი აგებულია ბაზალტური და ანდეზიტ-ბაზალტური ლავებით და დანაწევრებულია კანიონისებრი ხეობებით. სამხრეთ ნაწილში მდებარე ლოქის ქედი ცარცული ასაკის ვულკანოგენური წყებებითა და გრანიტული მასივითაა წარმოდგენილი.

მდინარე მაშავერა და მისი შენაკადები მუნიციპალიტეტის რელიეფისა და დასახლებების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს; ცალკეულ მონაკვეთებში ხეობების სიღრმე 70-80 მეტრს აღწევს.

  • ჯავახეთის ქედი
  • ლოქის ქედი
  • გომარეთისა და დმანისის ვულკანური პლატოები
  • მდინარე მაშავერა