8 ივნისი, 2026
იმპორტირებული სიახლეებისაქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტში რეგიონული ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურებ
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტში რეგიონული ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურებ
08 ივნ 2026
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტში რეგიონული ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების ხელმძღვანელები და ბავშვთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების პრაქტიკული მხარეები და ამ მიმართულებით უკვე არსებული წარმატებული მაგალითები.
შეხვედრის ბოლოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დმანისის ბავშვთა დღის და ადრეული განვითარების ცენტრსა და კამარლოს ალტერნატიულ სათემო საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ ბავშვთა სერვისებსა და მუშაობის სპეციფიკას.





