30 მაისი, 2026
იმპორტირებული სიახლეები„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ექიმებმა დმანისში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ექიმებმა დმანისში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს
30 მაი 2026
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ექიმებმა დმანისში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს
დღეს, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ექიმებმა დმანისში მოქალაქეებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს. აქცია მერიის მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.
ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა სამედიცინო მომსახურება რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მიეღო. ადგილზე ჩამოსულ სპეციალისტებს შორის იყვნენ კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, ნევროლოგები, პედიატრები, ბავშვთა ენდოკრინოლოგები, უროლოგები, ზოგადი ქირურგები და ანგიოლოგები. გარდა ამისა, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ჩაეტარებინა უფასო ექოსკოპიური კვლევაც.





